пятница, 1 февраля 2019 г.

წრის პროგრამა


                                                ქობულეთის N1 საჯარო სკოლა
                              რუსული ენის წრის  «Маленькие слушатели»  პროგრამა
მისია-ჰარმონიულად განვითარებული და კეთილშობილი პიროვნების აღზრდა
მიზანი: 1.აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სასწავლო და შემოქმედებითი უნარების  განვითარება
 2.რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაღვივება, თვალსაწიერის გაფართოება,
 3.მოსმენისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
4.კრიტიკული აზროვნების განვითარება
შედეგები: 1. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ორგანიზაციული  მუშაობის ,მოს-
                  მენის, ელემენტარული კომუნიკაციის, შემოქმედებითი  უნარების განვითარებას
                   2. მოსწავლეები უფრო მეტი ინტერესით  შეისწავლიან რუსულ ენას, გაიღრმავებენ
                    ცოდნას, დაინტერესდებიან რუსული ლიტერატურით;
                   3.მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ  მეტყველების კულტურასა და კრიტიკული  აზ-
                     როვნების უნარს;
                   4. რუსული ენისადმი  სიყვარული  ხელს შეუწყობს  მათ ინტერკულტურულ
                     განვითარებას  და ტოლერანტ  პიროვნებად  ჩამოყალიბებას:
                    5.შემატებს მოსწავლეებს  თვითშეფასებისა  და  თავდაჯერებულობის  უნარს,
                      პასუხისმგებლობის  გრძნობას;
                    6.საკვლევაძიებო  მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა- წარმართვას.
სამიზნე ჯგუფი -მეექვსე  კლასები
რაოდენობა-10-11 ბავშვი
კამპანია- გავესაუბრები მოსწავლეებს, გავაცნობ მათ წრის სამუშაო გეგმას. განვათავსებ    განცხადებას საინფორმაციო დაფაზე, დავამზადებ ბუკლეტებს და დავარიგებ კლასებში.
პროგრამა- 17  სამუშაო კვირა   1 თებერვლიდან - 7 ივნისამდე
კალენდარი:
რამდენჯერ?-კვირაში ერთხელ
რამდენ ხანს? -ერთი საათი
როდიდან როდემდე?-13.30  საათიდან   14.30 საათამდე

Комментариев нет:

Отправить комментарий