пятница, 1 февраля 2019 г.

მოსალოდნელი შედეგები


მიმართულება1. ზეპირი მეტყველება(მოსმენა/ მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
 IIუცხ.დაწყ. (II) 1. მოსწავლე:
ამოიცნობს თემას(პერსონაჟებს, თანამოსაუბრეებს, მოვლენებს და სხვა,მოსმენისას/ მოსმენა-ყურებისას
ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას(ვინ, სად,როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა) ტექსტიდან;
მოსმენისას ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას,გაბრაზებას და სხვა);
IIუცხ.დაწყ. (II) 2. . მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა და მახვილების დაცვით წარმოთქმა.მოსწავლე:
Ø  სწორად და გარკვევით წარმოთქვამს სიტყვებსა და ფრაზებს;
Ø  ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტების შინაარსს;
Ø  იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს ტექსტის წარმოთქმისას.
 IIუცხ.დაწყ.(II) 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.მოსწავლე:
Ø  სვამს/პასუხობს მარტივ კითხვებს ნაცნობი თემების გარშემო;
Ø  გადმოსცემს სათქმელს უცხოურ ენაზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით;
Ø  საუბრობს ნაცნობ თემებზე;
Ø  შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვისი მიმართვის თავაზიან და ფამილარულ ფორმებს, გამოთქმებს,კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს ინტერაქციისას;
Ø  სათანადოდ იყენებს ნასწავლ ერთეულებს.
IIუცხ.დაწყ .( II) 4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის მისაღწევად.
მოსწავლე:
Ø  იშველიებს არავერბალურ ელემენტებს(ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს) ცოცხალი მეტყველების ჩანაწერის გასაგებად;
Ø  ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით(ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა) დამოუკიდებლად;
Ø  გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას.
Ø  აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს ზეპირი მეტყველების დროს.
IIუცხ.დაწყ .( II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს;
Ø  კონკრეტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.

წრეში მონაწილე მოსწავლეთა სია;  
  1. გუგუშვილი ტარიელ, 
  2. მჟავანაძე ლერა, 
  3. ინაიშვილი ინა, 
  4. ანთიძე ქეთი
  5.  მახარაძე ნინი, 
  6. გუგუნავა ნიკა,
  7. ქარცივაძე ლიზი, 
  8. კარაშენკო ვიოლეტა, 
  9. დადიანი ელენე, 
  10. ხიჯაძე ინა, 
  11. ბერიძე ლიზი.


Комментариев нет:

Отправить комментарий